ემიგრაციის წლები


ემიგრაცია (1921-1945)

საფრანგეთში  ქართველ ემიგრანტთა  შორის ცხოვრობდა ერთი ხანშიშესული სათნო კაცი,  მეუღლესთან ერთად. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და ამავე დროს ყველაზე ღარიბი იყო მთელს საფრანგეთში. ოჯახის უფროსი ფასდაუდებელ განძს ფლობდა. განძი  ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს ეკუთვნოდა. უჭირდა  ოჯახის უფროსს განძის შენახვა, მაგრამ უფრო მეტად უჭირდა  განძის შევსება თავისი  ხალხის  კუთვნილი  ახლადაღმოჩენილი ნივთებით. მას დაწყევლილი ყავდა ყველა ქართველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს  დაუკარგავდა, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ, და თუ იგი ვერ  შეძლებდა მის ყიდვას მხოლოდ მერე შეძლო მისი გაყიდვა.  განძის მცველი ძლივს აკოწიწებდა  საჭირო თანხას. მხოლოდ ერთხელ  მიმართა ქართველ ემიგრაციას, დახმარებოდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში და მოეხადათ თავისი ვალი  სამშობლოსა და ერის წინაშე.
1921 წლის საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. 1921 წელს ექვთიმემ ცოლთან  (ნინო პოლტორაცკაია) ერთად უხმაუროდ დატოვა თბილისი. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე (ნინოს დისშვილი) იხსენებს:  “1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა,  მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა, ორივეს წესრიგი და სისუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.”
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დატოვა თბილისი და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.  11 მარტს კი  ბათუმიდან დატვირთული კრეისერ “ერნესტ რენანით” გაემგზავრნენ  კონსტატიპოლამდე. სადაც მათ რაღაც პრობლემა შექმნათ და იძულებული გახდენ  “ერნესტ რენანიდან”  განძეულობა, დაძველებული სატვირთო გემ “ბენ ჰოაზე” გადაეტანათ.  ვიდრე ხმელთაშუა ზღვას  გალევდნენ და საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმა  დეპეშა გაგზავნა და მთავრობისგან მარსელის ნავსადგურში ბადრაგის დახვედრა მოითხოვა. მათ იქ დახვდათ ყველაზე უფრო პატიოსანი სამხედრო  ნაწილად მიჩნეული სენგალის პოლკი, რომელმაც ქართული ძვირფასეულობით სავსე ყუთები მარსელის ბანკამდე მიაცილა, სადაც შეინახეს კიდეც.
ამ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილი ახალი ტანჯვა-წამების გზას გაუდგა. ექვთიმეს განძულის პატრონობის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ გაჩნდა რომლითაც თავის სიმართლეს დაამტკიცებდა. და ბოლოს საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, ექვთიმე თაყაიშვილი არწმუნებდა საფრანგეთის მთავრობას რომ მარსელის ბანკში შენახული განძეულობა არასოდეს  არ შეადგენდა ემიგრანტული მთავრობის საკუთრებას, რომ იგი საქართველოს კერძო მუზეუმის საკუთრება იყო და საერთაშორისო კანომდებლობის შესაბამისად მათვე უნდა დაბრუნებოდათ.
ამასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და მარსელის ბანკიდან  პარიზის ერთ–ერთ ბანკში გადაიტანა და  მცვლად ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა.  სწორედ იმ ხანად,  ობოლინსკის ქვრივმა, სამეგროლოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ, საქმე აღრძა, რომელიც 7 წელს გაგრძელდა და განძეულის ის ნაწილი მოითხოვა რომელიც მისი მამა–პაპის კუთვნილი ზუგდიდს სახლიდან იყო წამოღებული, საბოლოდ ეს სასამართლო ექვთიმე თაყაიშვილმა მოიგო.
1926 წელს ნიუ-ორკის მეტროპოლიტენის დირექტორი ექვთიმეს შეხვდა და სთხოვა ქართული საგანძური ამერიკაში 6 თვით გამოეფინათ მაგრამ, ექვთიმემ  ჩვეული სიმტიცით უარი უთხრა.
მოგვიანებით ისევ ესტუმრნენ ექვთიმეს, მათ  ახლა ახლდათ ინგლისელი ქართველოლოგი ალენი.  ისინი პირველ რიგში ითხოვდნენ მინანქრიან ნივთებს. წარმომადგენლები იხდიდნენ ნახევარ მილიონს, განძის შენახვის თანხებს. აგრეთვე ალბომისა და მოხუცის ნაშრომების თანხებს. გამოცემას, რომელიც საფრანგეთში დაიწერა (,,საქართველო რომაელთა დროს”, ,,ქართული წარმართობა”, ,,საქართველოს გაქრისტიანება”, ,,აფხაზეთის ისტ ორია”, ,,ქართული ისტორიოგრაფია   ,,ქართული ენის ადგილი მსოფლიოს ენათა შორის და მისი კილოკავები”) და სხვა  ნაშრომები და მის მატერიალურ უზრუნველყოფას. [6/ელ.რესურსი]
ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.
1931 წლის 8 მარტს ექვთიმე თაყაიშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ირ. სონღულაშვილს (საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი) სწერს თბილისში:  ,,ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდ და კარგად უნდა წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა”. ამჟამად დაღუპვას ერთმა კეთილისმყოფელმა გადამარჩინა. ბრიუსელის ერთ–ერთ სასტუმროში გადამიყვანა”.
იქიდან დაბრუნების შემდეგ იმდენად გაჭირვებული იყო, რომ თვალები ასტკივდა და ლევილიდან 26 კილომეტრით დაშორებულ პარიზამდე ვერ ჩავიდა. ხშირად უსადილოდაც რჩებოდა. მაგალითად, მას 1934 წელს, თებერვალში 6 დღე არ უსადილია. მარტში კი 13 დღე. (ი.თაყაიშვილის უბის წიგნაკი).  [6/ელ.რესურსი]
დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. უნიჭო გენერლებისა და გამყიდველი მთავრობის მიერ გაცემული საფრანგეთი ჰიტლერული გერმანიის სალდათური ჩექმის ქვეშ მოექცა. ნაცისტებს ზოგიერთი ქართველი მომხრობოდა და ჰიტლერის თაყვანისმცემელი გამხდარიყო, ისინი დაუფიქრებლად დარწმულებული იყვნენ, რომ ჰიტლერი საქართველოს თავისუფლებას მიანიჭებსო… ექვთიმე იხსენებს: “გერმანიაში გადასვლაზე გადაჭრილი უარი ვუთხარი: ,,მე აქ ქართულ მუზეუმთა განძეულობის მეთვალყურედ ვარ გამოგზავნილი და აქ უნდა დავრჩე “.  ამან მეორე საშიშროება წარმოშვა:… გერმანელებმა ოფიციალურად საფრანგეთის მთავრობისაგან მოითხოვეს განძეულის გატანა ბერლინში. დაიწყო მოლაპარაკება. ,,ამ გასაჭირში დავიხმარე ერთი დიდი საქმოსანი ქართველი გ.ბ.,რომელიც არწმუნებდა გერმანელებს ეს საგანძური მხოლოდ საქართველოსთვის არის ღირებული, დიდი სახარბიელო აქ არაფერია  დოჟონმა მითხრა შემდეგ,   გ.ბ. რომ დათანხმებოდა, გერმანელები უთუოდ გვაიძულებდნენ მიგვეცა თქვენი განძეულობანიო”.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლებელი გახდა, რომ განძი საქართველოში დაბრუნებულიყო. 1944 წლის ნოემბერში  საბჭოთა კავშირის ელჩად საფრანგეთში დაინიშნა ბოგომოლოვი. დაუყოვნებლივ მიმართა ექვთიმემ სათანადო წერილით. მისგან პასუხი მალე მიიღო. გამოუგზავნა ავტომანქანა, ,,პირველად ძალიან მეუხერხულა ჩემი ასეთი პატივით მიღება. მისვლისთანავე შემომთავაზა საუზმე, შემდეგ საქმეზე ვისაუბროთო.” ბოგომოლოვს გარდა სიტყვიერი განცხადებისა, წერილითაც მიმართა განძეულობის დაბრუნების შესახებ. იმ დროს საფრანგეთის მთავრობის სათავეში იდგა გენერალი დე–გოლი.    ბოგომოლოვმა მითხრა: ,,დეტალურად მე ვერ ავუხსნი საქმის ვითარებას”, ამიტომ გთხოვთ მომცეთ ჯეროვანი მოხსენება… რა თქმა უნდა დავწერე და გადავეცივრცელი მოხსენება ქართველი ერის უძველესი კულტურიდან მოყოლებული ისტორია და რაც მთავარია ეს განძი ი.სტალინის სამშობლოს ერის კუთვნილებაა…” ბოგომოლოვმა იგი მაშინვე წარუდგინა. დე–გოლს წაკითხვის შემდეგ 5 წუთიანი პაუზა გაუკეთებია და სტალინი შემდეგი სიტყვებით შეუფასებია ,,ნუთუ ამ მცირე ერს შეეძლო ასეთი გიგანტი ადამიანი ეშვა”…და  გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის.
… და აი,  ასე დაიბადა ხელმეორედ ეს 82 წლის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი…