,,ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო."
ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან. ილია და ის ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვროდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთი ასეთი საღამოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით “დარდუბლის კიდობანი” დაერქმიათ მისთვის.
ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თავისი სახლის ლიკვიდაციას აპირებდა (მგონი, ნევის პროსპექტზე ცხოვრობდა) და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოაგდოებას, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა – წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუტენტობამ აგვირჩია და გაგვაგზავნა სამი კაცი: მიხაკო ღვდლიევი [მღვდლიაშვილი. გ. ლ.] (შემდეგ ჩვენი სენატორი რომ იყო), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (მერაბის ძე, იასონის და [მწრალ] ნიკოს უფროსი ძმა,იურისტი, მერე ქუთაისში ბანკირად იყო) და მე.
მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთნავე გამახსენდა, ძალაუნებურად, ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ. ეს თაყაიშვილი მეფის “კონვოი”-ში მსახურობდა უწინ, ალექსანდრე მეორის დროს; ახლო კავშირი ჰქონდა ქართველ სტუდენტობასთან, დიდი ლიბერალი და თან პატრიოტი კაცი იყო; კარგად იცნობდა ახალ ქართულ ლიტერატურას და თაყვანს სცემდა ილიას, როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს; ძალიან კარგად გვიკითხავდა ხოლმე მის “კაცია ადამიანს”, “გლახის ნაამბობსა” და სხვა ნაწარმოებებს. ილია დიდხანს არ ენახა პირადად, მხოლოდ ერთხელ მოეკრა თვალი ქუთაისის ბულვარში, სხვებთან ერთად, და დასდევნებოდა, რომ კარგად დაეთალიერებინა. მერე გვითხრა: “მრგვალი ტანითა და სისრულით მის მიერ აღწერილ თათქარიძეს ჩამოგავს, მაგრამ თვალები კი შესანიშნავი აქვსო”
შეგვექმნა მსჯლეობა “დარდუბალის კიდობნის” გამო. ილია დიდხანს გვესაუბრა წერა-კითხვის საზოგადოების მიზნებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ და ბოლოს გვირჩია, თანხა იმ საზოგადოებისთვის გადაგვეცა – თუ შეწირულობად არა, შესანახავად მაინც. “აქ ეგ ფული უსათუოდ შემოგეხარჯებათ, ან არა და
ქართველები ჩვეულებისამებრ,მ აიშლებით, დაიშლებით და დაგეკარგებათო!” აზრთა ხანგრძლივი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ შევთანხმდით, რომ ფული შესანახავად გადაეცემოდა წერა-კითხვის საზოგადოებას.
ვასილ მაჩაბელმა პირადად წამოიღო თანხა, თბილისში რომ წამოვიდა, და დანიშნულებისამებრ ჩააბარა კიდეც. ოღონდ, ეტყობა, არ მოუთხოვია იმ თანხის ხელშეუხებლობა და საზოაგდოებას ფული თავისი მიზნებისამებრ მოეხმარა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ დროს საზოგადოებას აღარ გააჩნდა ასეთი, ხელუხლებელი თანხა.
უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა.
გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.
მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.
კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა.
შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.
რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან2.
იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით3 ერევნის მოედნამდე4, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე5, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე6 და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.
დაიძრა პროცესია, დავით ყიფიანის მეთაურობით. როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ
პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციისრაზმი და გასწია წინ.
დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ
კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რამზის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!” ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: “Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!”-ო და განაგრძო გზა.
შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმზარი პროცესი. სასახლეს რომ მივუალხოვდით, განგებ შეაჩერეს ცხედარი და მიცვალებულის ლოცვა გადაიხადეს, დემონსტრატიულად.
სასხლიდან არავის გამოუხედავს. მაშინ მთავარმართებელად იყო დონდუკოვ-კორსაკოვი. ამბობენ, რომ იმ დღეს ის არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო ზემოთ, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში.
სასახლიდან დაძრული პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის7 ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე.
ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები, მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა, განსვენებულის მთელი ოჯახიც.
საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთლმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და, რ თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, “ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო”, მაშინ არ უთქვამს, მერე დაწერა.
დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ!
მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: “რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!” მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო! ილიას მიერ სიტყვით არ გამოსვლა ზოგმა მის სიფრთხილეს მიაწერა. ისიც კი გაიხსენეს, რომ ერთ დროს მას ყიფიანთან პოლემიკა ჰქონდა. მაგრამ ერთიცა და მეორეც, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო. . .
ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ.
მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი. მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რითი ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს,რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს; რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე.
ილია ჭავჭავაძე ჩემ დროს იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკი თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და გაზეთ “ივერიის” რედაქტორი. ეს სამი დაწესებულება წარმოადგენდა უმთავრეს ქართულ საზოაგდოებრივ ორგანიზაციებს. მართალია, არსებობდა კიდევ ქართული დრამატული საზოგადოება, მაგრამ ის სულს ღაფავდა. ხან აკაკი წერეთელი იყო მისი თავმჯდომარე, ხან – ვინ და ხან – ვინ; მალი-მალ იცვლებოდნენ.
საზოგადო მოღვაწენი ცოტანი იყვნენ.
მართალია, გიმნაზიაში და მთავრობის სხვა დაწესებულეებში კი მსახურობდა თითო-ოროლა ქართველი, რომლებსაც შეეძლოთ საზოგადო საქმიანობა, მაგრამ ისინი თავს არიდებდნენ ამას, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ჩაებმებოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ.
ილია თუმცა ითვლებოდ წერა-კითხვის საზოგდოების თავმჯდომარედ, მაგრამ სრულიად ვერ ესწრებოდა მის სხდომებს. ჩემ დროს იქ მის მოადგილედ ითვლებოდა ვანო მაჩაბელი, რომელიც საადგილმამულო ბანკის დირექტორიც იყო. საზოადოდ, მე რომ ჩამოვედი, პირველ ხანებში ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის არავითარი უსიამოვნება არ ყოფილა, ისინი თანხმობით მუშაობდნენ. ვანო მაჩაბელიც დიდი პატრიოტი იყო, ნიჭიერი, განათლებული, კარგი მუშაკი და თან სიმპათიური ადამიანი. ჩვენ საზოგადოებაშიც გავრცელებული იყო აზრი, რომ ილიას მემკვიდრე საზოგადო საქმეებში ვანო მაჩაბელი იქნებოდა: ის ბევრად უმცროსი იყო ილიაზე. ილიასა და ვანოს შეხმატკბილებული მუშაობა ხომ, სხვათა შორის, იმაშიც გამოიხატა, რომ ერთად თარგმნეს “მეფე ლირი”.
იმხანად ილიას უკვე ბევრი ემდუროდა, მუშაობას მოუკლო და დიდ დროს ანდომებს ქაღალდის თამაშსო. ზოგიერთი პირშიც ამხელდა, როცა ის წერა-კითხვის საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა ხოლმე. მახსოვს ექიმ ხუდადოვი გამოსვლა ამ საზოგადოების წლიურ კრებაზე, ეს ის ხუდადოვი იყო (გორელი სომეხი, ქართველობდა), რომელმაც ტყე გააშენა კუკიის სასაფლაოს ზემოთ. სოციალისტური მიმართულების კაცი იყო, საზოგადო საქმიანობის მონაწილე. ადგა ეს ხუდადოვი და რიხიანად უსაყვედურა ილიას: “ილიავ, სულ ძილი და ძილი არ შეიძლება! აღარაფერს აკეთებ და ჩვენი საერთო საქმეც ვერ მიდის კარგადო!” ილია უპასუხა: “მერ რომ მძინავს და მძინავს, ეს ყველასაგან ცნობილია, მაგრამ შენ ხომ გღვიძავს და ალბათ ბევრ რამეს აკეთებ; ჰოდა, ერთი გვიჩვენე, რა გაგიკეთებიაო?!”
მერე მოხდა რაღაც კონფლიქტი ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის. როგორ დაიწყო იგი, რა იყო მისი მთავარი მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ის კი ცხადი ჩანდა, რომ სათავადაზნაურო ბანკის საქმე უკან-უკან მიდიოდა. ვანო მაჩაბელმა განაცხადა, ილიამ დროზე არ იზრუნა ბანკის ბილეთების კონვერსიაზე და ამიტომ მსესხებელნი დავკარგეთო.
ეს ნაწილობრივ მაინც იყო მართალი, მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებდნენ, რომ როცა ადამიანი წლოვანებაში შედის და დამძიმებას იწყებს, მას ვეღარ მოვთხოვთ პირვანდელ ენერგიასა და შრომას; ეს ბუნების წესია. იმის მაგიერ, რომ ილიასათვის პენსია დაენიშნათ და ისე, პატივისცემითა და მათლობით აღენიშნათ მისი დამსახურება და ამრიგად გამოეცვალათ თავმჯდომარე, მათ საზოგადო კენჭისყრით გაშვება მოუნდომეს და აშკარა წინააღმდეგნი გახდნენ მისი.
ასე დაიწყო ე.წ. “ბანკოვიადა”. წლიური ანგარიშის განხილვა და შემდგომ ბიუჯეტის მიღება-დამტკიცება, რაც წინათ ორ-სამ სხდომაზე მოთავდებოდა ხოლმე, ახლა სამ თვეს გაგრძელდა. იმ კრებას “Долгий парламент” დაარქვეს – ინგლისში რომ იყო იმის მსგავსად. ბჭობის დროს მრავლა აღმოჩნდნენ ისეთები, ვისაც თავისი ორატორული ნიჭის გამოჩენა მოუნდა და უფრო ხშირად ისეთ საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო ბანკის საქმეებთან.
ბოლოს ზოგი იქამდეც კი მიიდა, რომ თავის შეთხზულ ლექსებსაც ამბობდა კრებაზე. ერთი მათგანი, მგონი, ბაგრატიონის ქალი იყო; სხვებიც იყვნენ, მაგრამ გვარები აღარ მახსოვს. ზოგი ორატორი კი ხშირად გადაუხვევდა და ძირითად საგანს გვერდს აუვლიდა ხოლმე. მაგალითად, მ. მ. ერთხელ ისე შევიდა სიტყვის თქმის ექსტაზში, რომ დაწვრილებით მოგვითხრო, თუ როგორ აჰყვა ერთ საღამოს ძაღლების ყეფას და გადავიდა ხევსურეთში.
ეს დაიხვიეს ხელზე და ხშირად ქირდავდნენ მას ფელეტონებში.
ერთხელ ილიამაც დაუწერა: “მეც მეტი აღარ დამრჩენია-რა, მ-ვით უნდა ავყვე ძაღლების ყეფასო”. ილია საერთოდ ხშირად კენწლავდა ხოლმე მას: “აი, თავადმა მ-მა რომ მოგვახსენაო”, იტყოდა განზრახ. “არ არი თავადიო”, შესძახებდნენ აქეთ-იქიდან. “არ არისო? ჰოოო, იყოს მერე, რა გვენაღვლებაო!”
შეგნებული ქართველობა დარწმუნებული იყო, რომ ბანკისათვის ორივე ძალიან საჭიროა, ილიაცა და ვანო მაჩაბელიც, და ამიტომ აუცილებლად მიიჩნევდნენ, რომ ისინი როგორმე თანხმობით მოთავსებულიყვნენ თავ-თავიანთ ადგილებზე. საკითხისადმი ასეთ შეგნებული დამოკიდებულება არა ერთხელ დადასტურდა კენჭისყრითაც: ორივეს ირჩევდნენ ხმის უმეტესობით და ვერც ერთმა მეორე ვერ “გააშავა”. მაგრამ ბოლოს ძალზე არანორმალური მდგომარეობა შეიქმნა: გაძნელდა ერთად მოთავსება ორი ადამიაისა, რომელნიც ერთიმეორეს ხმას არა სცემდნენ, თუმცა კი ერთისა და იმავე გარემობის წევრები იყვნენ.
თითოელი “პარტია” ცდილობდა, თავისი დახმარე წევრი გაეყვანა მესამე დირექტორად.
იმ დროს მაჩაბლის “პარტიაში”, სხვათა შორის, იყო გენერალი გიორგი თარხნიშვილი, ხოლო ბანკის მესამე დირექტორად ირიცხებოდ სანდრო ჩოლოყაშვილი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ინტელიგენტი კაცი იყო, მაგრამ ქართველობა სრულიად არ ეტყობოდა: ქარტული არ იცოდა. უფრო გერმანული ემარჯვებოდა, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას ეტანებოდა. . .
საერთოდ ილიაც, ისევე როგორც ყველა, ხშირად უერევდ ხოლმე საუბარში რუსულს; კერძოდ, ბანკშიც ხშირად გამოდიოდა რუსულად და მშვენივრადაც ლაპარაკობდა. თუმცა არა ერთხელ თითონვე შემოუღია წესად, – როდესაც მასთან ვიკრიბებოდით, ხუთშაბათობით, რედაქციის წევრები და სხვები (იმ დღეს რედაქციის სხდომა იყო ხოლმე მის ბინაზე) – ვინც ქართულ საუბარში უცხოურს გამოურევს, ერთი შაური უნდა გადაიხადოსო.
ილია თვითონ მიაძახებდა ხოლმე, ვისაც წამოსცდებოდა: “შაური, შაური ამოყაჭეო!” ასე იცოდა!. . . ისე სხდომა-საღამო არ გათავდებოდა, რომ ორი თუ სამი მანეთი არ შეგროვებულიყო. რასაკვირელია, თვითონაც ხშირად იხდიდა იმ შაურებს.
მაჩაბლის “პარტიამ” მოინდომა ჩოლოყაშვილის მაგიერ გიორგი თარხნიშვილის გაყვანა და კიდევაც მოახერხა ეს: თარხნიშვილი გახდა ბანკის მესამე დირექტორი. მაგრამ რაკი ფეხი მოიკიდა ბანკში, მაჩაბელს გადაუდგა, ილიას მიემხრო და ყველა საქმეში უჭერდა მას მხარს.
მაჩაბლის მეორე დიდი მომხრე იყო დიმიტრი მუსხელიშვილი, ფრიად წარჩინებული, არტილერიის გენერალი. მას მუდამ ქებით იხსენიედნენ, კარგი სახელი ჰქონდა სამხედრო უწყებაში. თან კარგი პატრიოტი ქართველიც იყო, დედაენა კარგად იცოდა და დიდად განირჩეოდა ძმებისაგან. ამ უკანასკნელთაგანა ორი სამხედრო პირი იყო. ერთ მათგანს, ალექსანდრეს, ცოლად ჰყავდა ნიკო ღოღობერიძის და ანეტა. ალექსანდრე დაკოდილი [დაჭრილი] იყო რუსეთ-ოსმალეთის ომისდროს, ხუცუბნის ბრძოლაში. მე გავიცანი უკვე სამსახურიდან გადამდგარი პოლკონვიკი.
მისი მეუღლე – შესანიშნავი ჭკვიანი, პატიოსანი და დიდი ქველმოქმედი მანდილოსანი, ჩემი გიმნაზიელობის დროს თავმჯდოარეობდა კომიტეტს, რომელიც განაგებდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას. მეორე ძმას, გიორგის, აგრეთვე სამხედრო პირს, ბეჟან წერეთლის და ჰყავდა ცოლად. მესამე ძმა, სახელად მგონი ნიკო, არ ვიცი, წინათ რა მოხელე იყო, მაგრამ ჩემ დროს ყველა ამ ძმების მამულს განაგებდა. მათ საერთოდ დიდი მამული ჰქონდათ ახალქალაქის მაზრაში. მუსხელიშვილებს იმიტომ ვიცნობდი კარგად, რომ ერთ წელიწადს რეპეტიტორად ვყავდი მიწვეული ალექსანდრეს, რომელიც უშვილო იყო და თავისი უფროსი ძმის, ნიკოს შვილსა ზრდიდა, ხოლო მისი მეუღლე ანეტა – თავისი ძმის სიმონ ღოღობერიძის ქალს. იმ ქალ-ვაჟს ვამეცადინებდი მე.
დიმიტრი მუსხელიშვილი ხშირად გამოდიოდა ბანკის სხდომაზე ილიას წინააღმდეგ და იტყოდა ხოლმე: “Илья производит давление на собрание” -ო.
ილია ხომ დიდი ოსტატი იყო პასუხების გაცემაში და ერთხელ წარმოსთქვა: “Я не понимаю, о каком давлении тут говорят? Физического давления никто не предпринимает, а если говорят о давлении ума, то против него бесильна вся ворят о давлении ума, то против него бессильна вся артиллерия!” ასე გადაჰკრა არტილერიის გენერალს თავისებური მწვავე მათრახი!
ილიას საზოადოდ საოცრად მაგარი ნერვები ჰქონდა, ხოლო ვანო მაჩაბელი, პირიქით, ერთობ ფიცხი ადამიანი იყო. ილიამ თავის სიტყვებში მოწინააღმდეგის დანდობა და განკითხვა არ იცოდა. მაჩაბელსაც არ ზოგავდა და ისე გამოჰყადა მისი ნათქვამი, თითქოს ყველაფერი აბსურდი ყოფილიყოს. ერთხელ ისე აიგდო, რომ რუსულ სათამაშო,ს Ванька-встань-ка”-საც კი შეადარა.
საერთოდ კი ამ ბრძოლამ ილია, ბოლოს და ბოლოს, გამოაცოცხლა. თუ ერთ დროს ის მართლაც მიძინებულ ლომს წარმოადგენდა, ახლა ლომმა გაიღვიძა, გაშალა ბრჭყალები და მიფანტ-მოფანტა წინააღმდეგნი. ნერვიულმა ვანო მაჩაბელმა კი ეს ბრძოლა ფიზიკურად ვერ გადაიტანა.
თუმცა კენჭისყრით არ გაშავებულა, თავისი ნებით განაცხდა, რომ შორდება ბანკს და მოშორდა კიდევაც, დემონსტრატიულად დასტოვა კრება. ილიამ განაცხდა: “მე მასავით არ გავიქცევი; მანამ თქვენი ნდობა მაქვს, აქა ვარ და აქ ვიქნებიო!”
შემდგომი ისტორია ცნობილია: ვანო მაჩაბელმა თავისი ცოლისძმის, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, ბაგრატიონის დახმარებით შეადგინა ქართლის თავად-აზნაურობის სინდიკატი (ისინი ქართლელი ბაგრატიონები იყვნენ, მგონი მუხრანის შტოისა, მაგრამ უფრო შორებულნი, და ამიტომ არც ეწოდებოდათ მუხრანელები)8. სინდიკატის წევრებს მასში შეჰქონდათ თავიანთი შემოსავალი. ვანო მაჩაბელი მისი დირექტორი იყო, მაგრამ ჯამაგირი, რასაკვირველია, შედარებით მცირე ჰქონდათ, მერე დაავადმყოფდა, რაღაც ბრონქიტი დაემართა, და ბოლოს – ისე მოულოდნელად და საარაკოდ გაქრა, დაიკარგა: ერთ დღეს, დილაადრიან შინიდან გამოსული, აღარ დაბრუნებულა. ძებნი ყოველი ცდა უშედეგოდ დარჩა. ათასგვარი ჭორი გავრცელდა და ეს საკითხი დღემდის გამოურკვეველია.
აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, დიდი მომხრე იყო ვანო მაჩაბლისა და ბოლო დროს მასთანაც ედო ბინა.
მაგრამ მას ბანკის საქმეებში არავითარი დახმარების გაწევა არ შეეძლო ვანოსათვის. საერთოდ აკაკის ყოველთვის სჩვეოდა ენამწარეობა, ისე რომ ზოგჯერ თავის მოყვარეთა ძვირსაც ამბობდა ხოლმე. ამის გამო აფორიზმი იყო გავრცელებული და ერთხელ ვალერიან გუნიას გაზეთშიც კი გამოქვეყნდა: “ღმერთმა გვაშოროს ილიას მტრობა და აკაკის მოყვრობაო! . . .” ილიამ იცოდა, გურიაში რომ
იტყვიან, “მეზერში ჩასდევდა”, მაგრამ – მტერს, ხოლო აკაკი თავის მახლობელსა და მოკეთესაც კი არ დაზოგავდა ხოლმე.
მაჩაბლის ბედის შესახებ აკაკისაგან ბევრს მოელოდა ხალხი, მაგას ეცოდინებაო, მაგრამ ვერაფერს გაიგებდი: ხან რას იტყოდა წყალშიაო, ხან რასა და ხან რას!. . .
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, პირველ ორ წელიწადს ილიას იშვიათად ვხედავდი ხოლმე, მარტოოდენ კრებებზე. სხვაგან მას ვერსად ვხვდებოდი და არც მის რედაქციაში დავდიოდი. მხოლოდ ერთხელ ვნახე, მახსოვს, სხვებთან ერთად, შემთხვევით, რედაქციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე9 იმყოფებოდა. იმ საღამოს სულ იმაზე იყო საუბარი, თუ რა დიდად ავნო ნიკო ნიკოლაძის სტატიამ გაზეთ “Обзор” -ში დაბეჭდილმა, გიორგი ქართველიშვილისა და ზეზემანს. სტატიაში აღწერილი იყო წარმოუდგენელი ნიაღვარი ატენის ხეობაში, სადაც აღნიშნული პირები ერისთავისაგან იჯარით აღებულ ტყეს ამუშავებდნენ: ნიაღვარმა აუარებელი დამუშავებული ხე-ტყე იმსხვერპლა, მოიტაცა და ადიდებულ მტკვარს შერთოო.
ამან დიდი ზარალი მიაყენა ქართველიშვილისა და ზეზემანს და მათი წარმოებაც შეწყდა. ნიკოლაძეს დიდად კიცხავდნენ, რაკი თავის სტატიაში საჯაროდ განაცხადა მათი ზარალი და ამით მოიჯარადრეებს კომერციული ნდობა დაუკარგა. მაშინ ხომ კომერციულ საქმიანობაში ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა! მათ ალბათ ბანკიდან სესხი ექნებოდათ აღებული და გაზეთი თუ გაუმჟღავნებდა ზარალს, შემდგომ სესხს ვეღარ მიიღებდნენ. ილია ამბობდა, ნიკოლაძეს ეს არ უნდა ჩაედინაო. . .
“ივერიის” რედაქცია შემდეგ გადავიდა ავჭალის ქუჩის10 დასაწყისში, სულ ახალ სახლში, რომელიც აშენებული იყო ილიას თაოსნობით და მისი დის ელისაბედის, საგინაშვილის ქვრივის საფასით.
ილიამ ამ თავისი დის ხარჯითა და მის სახელობაზე ორი სახლი ააშენა. ეს იმ ადგილას, რომელსაც ვორონცოვის ხიდი11 პირდაპირ უცქერის. ერთი სახლი ავჭალის ქუჩაზე გამოდიოდა, მეორე – უკანა ქუჩაზე. მაშინ თბილისში შენობის აგება იაფი იყო. არსებობდა სახლთა მშენებლების რამდენიმე არტელი, რომლებიც ყველა სამუშაოს თითონ კისრულობდნენ და მზა-მზარეულს აბარებდნენ პატრონს. შემდეგ პატრონები ამ სახელებს ბანკში აგირავებდნენ და მეტწილად ამით იხდიდნენ აშენების ფასს. გირაოს საფასურის შეტანა კი 20-30 წლობით გრძელდებოდა, ასე რომ არ უძნელდებოდათ.
მახსოვს, ილიამ გვიამბო, თუ რა შესანიშნავად, ღირსეულად აუშენა ქართველთა არტელმა ის ორი სახლი – სრულიად ყოველისფრით დამთავრებული – და ბინათა გასაღებები ჩააბარა მას.
პირველ სახლში მოთავსდა ილიას სახლობა, ე.ი. თვით ილია, მისი მეუღლე ოლგა თადეოზის ასული და ილიას და ელისაბედი. შვილი არც ერთს არ ჰყავდა. სახლი ორსართულიანი იყო,