სწავლა ექვთიმეს 7 წლისას დაუწყია. თავდაპირველად (1870 წელს) ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მიუბარებიტ, ხოლო სამი წლის შემდეგ, რაკი სასწავლებელი ქალაქის სკოლად გადაკეთდა, იქ პროგრამაც შეცვლილა დ სწავლაც გახანგრძლივებულა, ბავშვი გადაუყვანიათ ფოთის სამაზრო სასწავლებელში (ფოთში სასწავლებლად დროზე ვერ ჩასულა, ვინაიდან სიძე-მეურვეს უნდა წაეყვანა წყალ-წყალ, იგი კი ელოდა ნაგვიანევი კომბოსტოს, “ლახანას”, შემოსვლას, რომ გასაყიდად წაეღო ფოთს. სუფსის შესართავთან ჭალადიდური დიდი ნავით ჩასულ ბავშვს პირველად დაუნახია და გაჰკვირვებია შავი ზღვა, რომლითაც მას ნახევარი საუკუნის შემდეგ უცხოეთს გადახვეწა მოუხდა), რომელიც მას 1875 წელს დაუმთავრებია. [1/გვ:10]
1875–76წწ იგი ლიხაურშია. 1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი ქუთაისში, სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა. ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში წამიყვანე, ლათინურში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..”. ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღეს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”… ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის შემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს, რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ,რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა,ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი – ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს – სწავლის ფული ვერ შემაქვსო”…
გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა და შიგ 6 მანეთზე მეთი ძველი და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფულები აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა– სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!…
,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყე პროგიმნაზიაში სიარული. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო, სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”. [6/ელ. რესურსი]
პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა ფეხი.ვასო აბაშიძე,კოტე მესხი,ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.”
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, პეტერბურგში ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ, რომელიც, უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის…
ოცი წლის ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ… მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა, რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ, თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს.
გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში მოხვდა. გზის ფულად 100 მანეთი მიუღია, თავისი რეპეტიტორობის გასამრჯელოდან დაზოგილი 300-ოდე მანეთიც დაუმატებია, შინიდანაც მოსვლია ფული და ამგვარად დაგროვილი თანხის იმედად გამგზავრებულა შორეულ პეტერბურგს. [1/გვ:12]. 1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელი ანდომებდა, რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე, უსახსრობის გამო ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში, მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში.
მეორე კურსზე იყო ექვთიმე, როცა 1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები, მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ, მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას – უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურონ მშობელ ხალხს.
ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა, ექვთიმე იხსენებდა ”მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპულიქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას…
პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
პეტერბურგის უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილს, ჩვეულებისამებრ, ფრიად ნაყოფიერად გამოუყენებია, გულმოდგინედ უმეცადინია, იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით აღჭურვილა და თან ქართველმცოდნეობაშიც “გაუტეხია ენა”. უნივერსიტეტის კურსი 1887 წლის გაზაფხულზე დაუსრულებია, ზაფხულის არდადეგებზე აღარ ჩამოსულა, დისერტაცია დაუწერია, ენკენისთვეში წარუდგენია და რაკი სახელმწიფო გამოცდებიც წარჩინებით ჰქონია ჩაბარებული, მიუღია კანდიდატის ხარისხი, რაც იმჟამად იშვიათი ყოფილა. ექვთიმე წერს: ” კანდიდატის ხარისხი რომ მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.”
მიუციათ ისტორიის მასწავლებლის მოწმობა.